„ზაზა მეფარიშვილი პრემიერის კადრად მოიაზრებოდა და შესაძლებელია, ამიტომ დაატოვებინეს თანამდებობა“
თარიღი : 22-02-2015, 15:11 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა

საპარლამენტო უმცირესობა იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის თანამდებობის დატოვებას ეხმაურება.
ქუთაისის ყოფილი მერის და საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია თევდორაძის თქმით, მეფარიშვილის თანამდებობის დატოვებით მხარეში არაფერი შეიცვლება, რადგან გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს.
„სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ყველანი ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გუბენტაორებს, მერებს და გამგებლებს ყველანაირი ფუნქცია აქვთ წართმეული, ვინაიდან ყველა ფუნქცია და ბერკეტი აქვს ბიძინა ივანიშვილს და მის დანაშაულებრივ კლანს, რომელსაც საქართველოს დღევანდელი ცენტრალური ხელისუფლება ჰქვია. თუ რაიმე სასიკეთო გვინდა ქვეყნისათვის სწორედ ეს კლანი და ხელისუფლება უნდა მოცილდეს მმართველობით ბერკეტებს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ბუნდოვანი და გაუგებარია, რა იყო მოტივაცია ამ საკადრო ცვლილების. რაც შეეხება ზაზა მეფარიშვილს, ის ვერ იქნებოდა ეფექტური, რადგან მას არანაირი ფუნქცია არ გააჩნდა რეგიონალურ ინსტიტუციების დონეზე. ზაზა მეფარიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის კადრად მოიაზრებოდა და შესაძლებელია, მას ამიტომ დაატოვებინეს თანამდებობა, ოღონდ ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ამ ყველაფრის დასასრული კი იქნება ის, რომ თავად ირაკლი ღარიბაშვილი გადადგება პრემიერ-მინისტრობის პოსტიდან“,- აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე.
შეგახსენებთ, რომ ზაზა მეფარიშვილმა მედიისთვის საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც მედიას განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თანამდებობა დაეტოვებინა.