Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორის მოვალეობას ალექსანდრე იოსებაშვილი შეასრულებს

თარიღი : 22-02-2015, 14:13 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორის მოვალეობას ალექსანდრე იოსებაშვილი შეასრულებს.
პირველი ვიცე-გუბერნატორი მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება და იქამდე შეასრულებს, ვიდრე პრემიერ-მინისტრი ახალ გუბერნატორს არ წარადგენს.

ზაზა მეფარიშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან გამართული კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

"დასამალია არა არის, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს რამდენჯერმე მივმართე თხოვნით, დავბრუნებოდი ჩემს პროფესიულ საქმიანობას, მაგრამ არსებულ ვითრებაში მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი არის დროული და ხელს შეუწყობს როგორც იმერეთის რეგიონის განვითარებას, ასევე მიმდინარე პროცესების ეფექტურ წარმართვას.

უნდა აღვნიშნო, რომ განვლილ პერიოდში ჩვენ შევძელით ჩამოგვეყალიბებინა პროფესიონალ და პატიოსან ადამიანთა გუნდი და 2014 წლის შედეგების მიხედვით იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაცია იყო ერთ-ერთი წარმატებული გაწეული მუშაობის შედეგების მიხედვით, ხოლო განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიხედვით საუკეთესო. ეს ჩემთვის არის საამაყო, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს.

ამავე დროს ყოველი საქმე მოითხოვს განახლებას და შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებას.
ვიმედოვნებ, რომ მოსალოდნელი საკადრო ცვლილება მოიტანს ახალ ხედვებს და ახალ წარმატებებს, განსაკუთრებით საინვესტიციო სფეროში, რაც რეგიონის მოსახლეობის დასაქმების უკეთეს პერსპექტივებს განსაზღვრავს.

მე მინდა პირადი მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს გამოხატული ნდობისა და მხარდაჭერისათვის, რაც ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო მიღწეულ შედეგებში და ვუსურვო მას, მთავრობის მთლიან შემადგენლობას და ახალ გუბერნატორს წარმატებები.

და ბოლოს, ეს ნაბიჯი კიდევ ერთი კარგი გზავნილი იქნება რეგიონის საზოგადოებისათვის, რომ თანამდებობა მარტო უფლებამოსილება და პირადი კომფორტი კი არ არის, არამედ ეს პირველ რიგში პასუხისმგებლობაა როგორც ხალხის, ასევე საკუთარი თავის წინაშე", - განაცხადა მეფარიშვილმა.


ნანახია: 2560-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ მეფარიშვილმა დღეს ჟურნალისტებს საგანგებო ბრიფინგზე განუცხადა.
ახალ გუბერნატორს ქუთაისში ხვალ ელოდებიან.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე რეგიონის
ალექსანდრე იოსებაშვილის შემდეგ იმერეთის პირველი ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა პაატა ნადირაძემ დაიკავა.
უაღრესად პროფესიონალი მოადგილეები ავარჩიე, რომლებიც ხალხის სამსახურში იქნები
„ქუთაისი ჩემთვის უცხო არ არის. ბევრი მეგობარი მყავს და მწამს მხარდაჭერა იქნება. ერთი ადამიანი ვერ შეძლებს ყველაფრის გაკეთებას.

ამინდი