იმერეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა
თარიღი : 22-02-2015, 12:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ მეფარიშვილმა დღეს ჟურნალისტებს საგანგებო ბრიფინგზე განუცხადა. ზაზა მეფარიშვილი იმერეთის გუბერნატორის თანამდებობას 2013 წლის 13 დეკემბრიდან იკავებდა.
"დასამალია არა არის, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს რამდენჯერმე მივმართე თხოვნით, დავბრუნებოდი ჩემს პროფესიულ საქმიანობას, მაგრამ არსებულ ვითრებაში მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი არის დროული და ხელს შეუწყობს როგორც იმერეთის რეგიონის განვითარებას, ასევე მიმდინარე პროცესების ეფექტურ წარმართვას.
უნდა აღვნიშნო, რომ განვლილ პერიოდში ჩვენ შევძელით ჩამოგვეყალიბებინა პროფესიონალ და პატიოსან ადამიანთა გუნდი და 2014 წლის შედეგების მიხედვით იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაცია იყო ერთ-ერთი წარმატებული გაწეული მუშაობის შედეგების მიხედვით, ხოლო განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიხედვით საუკეთესო. ეს ჩემთვის არის საამაყო, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს.
ამავე დროს ყოველი საქმე მოითხოვს განახლებას და შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებას.
ვიმედოვნებ, რომ მოსალოდნელი საკადრო ცვლილება მოიტანს ახალ ხედვებს და ახალ წარმატებებს, განსაკუთრებით საინვესტიციო სფეროში, რაც რეგიონის მოსახლეობის დასაქმების უკეთეს პერსპექტივებს განსაზღვრავს.
მე მინდა პირადი მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს გამოხატული ნდობისა და მხარდაჭერისათვის, რაც ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო მიღწეულ შედეგებში და ვუსურვო მას, მთავრობის მთლიან შემადგენლობას და ახალ გუბერნატორს წარმატებები.
და ბოლოს, ეს ნაბიჯი კიდევ ერთი კარგი გზავნილი იქნება რეგიონის საზოგადოებისათვის, რომ თანამდებობა მარტო უფლებამოსილება და პირადი კომფორტი კი არ არის, არამედ ეს პირველ რიგში პასუხისმგებლობაა როგორც ხალხის, ასევე საკუთარი თავის წინაშე", - განაცხადა მეფარიშვილმა.
ზაზა მეფარიშვილი იმერეთის გუბერნატორად 2013წლის 13 დეკემბერს დაინიშნა.
მისი სამუშაო გამოცდილება ასეთია:
2013 წლის დეკემბრიდან- დღემდე სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი იმერეთში;
2013 _ შსს სუს დასავლეთის რეგიონალური მთავარი სამმართველოს უფროსი;
2006-2013 წლებში _ ს.ს "საქართველოს ბანკში" პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2006 _ შპს "ალზა"-ს ფინანსური მენეჯერი;
2004-2006 წლებში _ ფინანსური პოლიცია, სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდგომში საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
1995-2004 წლებში _ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე და განყოფილების უფროსად;
1994-1995 წლებში _ ქ. მოსკოვში შპს "ფავორიტი"-ს ფინანსური მენეჯერის პოზიცია;
1986-1991 წლებში _ ქ. ქუთაისის აბრეშუმკომბინატი, სხვადასხვა პოზიციებზე;
1987-1988 წლებში _ სტუდენტური პრაქტიკა ქ. ქუთაისის #35 საზ. კვების გაერთიანებაში.