Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"დეპუტატი ახლო ხედით," - სამსონ გუგავა

თარიღი : 21-02-2015, 15:32 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
გსურთ უფრო ახლოს გაიცნოთ და მეტი იცოდეთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ქუთაისის საკრებულოში საზოგადოების მანდატით მოხვდნენ?
თითოეული დეპუტატის პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური წარსული, ღიად გაცხადებული შეცდომები და წარმატებები, მთავარი გზავნილები პოლიტიკურ ოპონენტებს, ამომრჩევლებსა და უბრალოდ, კონკრეტული დეპუტატის საქმიანობით დაინტერესებულ და ცნობისმოყვარე პირებს. რუბრიკა „დეპუტატი ახლო ხედით“ მკითხველის ინტერესის დაკმაყოფილებას და კონკრეტული დეპუტატის უკეთ გაცნობას კვირაში ორჯერ შეეცდება.
რუბრიკა -„დეპუტატი ახლო ხედით“ წარმოგიდგენთ ქუთაისის საკრებულოს წევრს „ლეიბორისტული პარტიიდან“ სამსონ გუგავას.


1. დაასახელეთ სამი მიზეზი, რის გამოც ქუთაისის საკრებულოს წევრობა გადაწყვიტეთ;


პასუხი: ჩემი პროფესიული ჩამოყალიბების პროცესში (სტუდენტობის პერიოდში) გავხდი ისეთი პოლიტიკური პარტიის წვრი, რომელიც ორიენტირებული იყო ქვეყნისა და ხალხის სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამოყვანაზე. მის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა და წარმოადგენს სახელმწიფოს მყარი ინსტიტუტების ჩამოყალიბება, ადამიანის უფლებების, სოციალური თანასწორობისა და ყველა ადამიანისათვის ჰარმონიული განვითარების თანაბარ შესაძლებლობებზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნა. აი ამ იდეების თანაზიარობის შემდეგ გადავწვიყე პროფესიულად პოლიტიკოსად ჩამოვყალიბებულიყავი. თქვენს კითხვაზე რა მიზეზით ვიყარე კენჭი თვითმმართველობის არჩევნებზე, პასუხი არის ის, რომ პოლიტიკოსის მოვალეობაა შესთავაზოს საზოგადოებას ქალაქისა თუ ქვეყნის განვითარების გეგმა და პრობლემების გადაწყვეტის გზა.

2.თქვენი აზრით, რა არის ქუთაისისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა?

პასუხი: ქალაქისთვის და ქვეყნისთვის უმთავრესი პრობლემა არის სამართლიანობის არარსებობა, სოციალური სიდუხჭირე და უმუშევრობა, უპერსპექტივობა, განათლებისა და ჯანდაცვის არათანაბარი პირობები.

3. როგორ ფიქრობთ, რამდენად გიცნობთ საკუთარი ამომრჩეველი და რა დაამახსოვრდება თქვენს ამორმჩეველს საკრებულოში თქვენი ოთხწლიანი საქმიანობის შემდეგ?

პასუხი: დამერწმუნეთ, დღეს ამომრჩეველი არჩევანს აკეთებს შეგნებულად და თითოეული ამომრჩეველი მხარდასაჭერად ამა თუ იმ პიროვნებისადმი თუ პარტიისადმი გადაწყვეტილებას ხანგრძლივი განსჯის შედეგად იღებს. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ჩემი ამომრჩეველი იმაზე კარგად მიცნობს, ვიდრე მე ეს წარმომიდგენია.

4. როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისი 10 წლის შემდეგ და როგორ ხედავთ მის განვითარებას?

პასუხი: ქუთაისი ყოველთვის იყო და არის (როგორც გეოგრაფიულად ისე პოლიტიკურად)რეგიონალური ცენტრი. ზუსტად ამ მიმართულების განვითარებაა საჭირო. ის უნდა იქცეს როგორც გაანთლებისა და კულტურის, ისე მსუბუქი და მძიმე მრეწველობის ცენტრად. ამ ყველაფრისათვის კი ქუთაისს შესანიშნავი პოტენციალი გააჩნია.

5. ბავშვობაში მინდოდა ვყოფილიყავი.....

პასუხი: ალბათ კოსმონავტი.

6. რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეგეძლოთ?

პასუხი: ალბათ არაფერს (შევეცდებოდი არ ვყოფილიყავი მწეველი).

7. დაასახელეთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს.

პასუხი: ასეთი მხოლოდ ჩემი სინდისია.

8. დაასახელეთ თქვენი საყვარელი წინადადება და ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იმეორებთ.

პასუხი: ზნეობრივი, სამართლიანი, მოსიყვარულე.

9. დაასახელეთ თქვენთვის საინტერესო პოლიტიკური პერსონა და განმარტეთ, რა თვისებებით იმსახურებს თქვენს სიმპათიას?

პასუხი: შალვა ნათელაშვილი. ადამიანი, რომელმაც თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა სამართლიანობისათვის და ქვეყნის კეთილდღეობისათვის ბრძოლას. ადამიანი, რომელმაც საქართველოში ჩამოაყალიბა პოლიტიკური პარტია თავისი კლასიკური გაგებით, იდეებისა და პრინციპების, პარტიული სტრუქტურისა და საქმიანობის სამაგალითო ფორმით, რომელსაც საქართველოში ალტერნატივა და ანალოგი არ გააჩნია.

10. დაასახელეთ სამი საქმე, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტობის შემთხვევაში გააკეთებდით.

პასუხი: გნვახორციელებდი იმ უნიკალური პროგრამის შესრულებას, რომელიც „ლეიბორისტულ პარტიას“ გააჩნია. ჯანმრთელი და განათლებული საზოგადოება ქვეყნის კეთილდღეობის წინაპირობაა.

11. გაიხსენეთ კურიოზული შემთხვევა, რომელსაც საკრებულოში თქვენი საქმიანობისას ან ამომრჩევლებთან ურთიერთობისას ჰქონია ადგილი.

პასუხი: ასეთს ვერ ვიხსენებ.

12. ყველაზე მეტად რასაც განვიცდი, არის.....

პასუხი: დაქუცმაცებულ საქართველოს.

13. ადამიანები მაოცებენ.....

პასუხი: დაუდგრომელი სულით.

14. თქვენ რომ არქიტექტორი იყოთ, რომელ შენობას დააპროექტებდით ქუთაისისთვის?

პასუხი: ქალაქის მუზეუმს. ქუთაისი თავისი წარსულით იმსახურებს მისი ისტორიის ამსახველ გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობას.

15. რას ნიშნავს თქვენთვის ძლიერი პოლიტიკური ოპონენტი?

პასუხი: სრულ მზადყოფნაში ყოფნას.

16. დაასახელეთ თემა ან რუბრიკა, რომლის ხილვა გსურთ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ზე.

პასუხი: პოლიტიკური პარტიების განვლილი გზა, მოღვაწეობა და შეფასებები.

17. ოქროს თევზი რომ მოგცეთ, რა სურვილს ჩაიფიქრებდით და რას სთხოვდით მას?

პასუხი: მე ვარ რეალისტი და არა „მეოცნებე“.

18. როგორ განმარტავთ ფრაზას: ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“.

პასუხი: როგორც ადამიანის ყოფიერების რაობას.

19. ყველაზე ძნელი და რთულად მისაღები გადაწყვეტილება ჩემთვის იყო.......

პასუხი: ვერ ვიხსენებ.

20. თქვენს მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებებიდან, დაასახელეთ ყველაზე ადვილად და ყველაზე რთულად შესასრულებელი დაპირებები.

პასუხი: ყველაზე ადვილად-ქალაქისათვის ფუნქციის განსაზღვრა, რაც მოიაზრებს ქუთაისის კულტურულ-საგანმანატლებლო და აგრეთვე სამრეწველო-რეგიონალურ ცენტრად გადაქცევას. ყველაზე ზნელად-კრიმნალ-მილიარდერთა დაჯგუფების ხელისუფლებიდან ჩამოცილება, რადგანაც ისინი ფლობენ ყველა სახელმწიფო ბერკეტს.

20. რას ეტყოდით ამომრჩევლებს ან უბრალოდ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს topnews.com.ge-ს მეშვეობით?

პასუხი: ვეტყოდი, რომ კარგად დაფიქრდნენდა გააანალიზონ წარსული. ვის რა უკეთებია ქვეყნისა და ხალხისათვის, რადგან ამ ძნელბედობის ჟამს მხოლოდ ხალხს შეუძლია ქვეყნის გადარჩენა სწორი არჩევანის გაკეთებით. სწორი არჩევანი კი იქნება იმ ეროვნული ძალის ხელისუფლებაში მოყვანა, რომელიც აგერ უკვე 20 წელია უანგაროდ ემსახურება საკუთარ ხალხს. რა თქმა უნდა, საუბარი მაქვს „ლეიბორისტულ პარტიაზე“.

21. რას ურჩევდით ქალაქის მერიას და მერს?

პასუხი: ხალხისა და ქვეყნის მსახურებას.


ნანახია: 2386-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კითხვა: თქვენ რომ არქიტექტორი იყოთ, რომელ შენობას დააპროექტებდით ქუთაისისთვის? პასუხი: ქუთაისის ციხე-სიმაგრის აღდგენით ვერსიას.
გსურთ უფრო ახლოს გაიცნოთ და მეტი იცოდეთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ქუთაისის საკრებულოში საზოგადოების მანდატით მოხვდნენ?
"ყველაზე მეტად რასაც განვიცდი, არის სიყვარულის დეფიციტი ადამიანებში".
დაასრულეთ ფრაზა: ადამიანები მაოცებენ..... პასუხი: თუ დავაკვირდებით, ყველა ადამიანი თავისთავად გასაოცარია.
რას ეტყოდით ამომრჩევლებს ან უბრალოდ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს topnews.com.ge-ს მეშვეობით? იყავით კაცთმოყვარენი, აკეთეთ
ოქროს თევზი რომ მოგცეთ, რა სურვილს ჩაიფიქრებდით და რას სთხოვდით მას? ოქროს თევზი? მსოფლიოს განვაიარაღებდი.

ამინდი