Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონის გამგებელი:ის, რაც გუშინ ხონში მოხდა ჩემთან შეუთანხმებული იყო

თარიღი : 21-02-2015, 11:52 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის გამგებლის ჯემალ მებუკის თქმით, მუნიციპალიტეტში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული რამდენიმესაათიანი რეიდების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციას არ ფლობდა.
მებუკის თქმით, მისი ინფორმაციით, ის ჩვეულებრივი კონტროლი იყო.
"როგორც მე გავიგე, ჩვეულებრივი კონტროლი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო მსგავს რეიდებს დამოუკიდებლად ატარებს და მე საქმის კურში არ ვიყავი. მსგავსი რეიდები შესაძლებელია ყველა ქალაქში ხდებოდეს. მოკლედ სხვა ინფორმაცია მე არ მაქვს, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს ყველაფერი ჩემთან შთანხმებული არ ყოფილა,"- ამბობს მებუკე.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ მანქანების ჩხრეკა მიმდინარეობდა. ჩხრეკდნენ ყველა იმ მანქანას, რომელიც რაიონის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. სამართალდამცველები ავტომანქანების მძღოლებისგან ჯერ საბუთებს ითხოვდნენ, ხოლო შემდეგ მანქანებს ათვალიერებდნენ.
topnews.com.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახუხრთან ტატო კუჭავასთან დაკავშირებას მეორე დღეა ცდილობს, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.


ნანახია: 2693-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ შეუძლიათ.
ადგილობრივების თქმით, რამდენიმე პირი სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდნეიმე საათში გაათავისუფლეს.
ინფორმაცია ამის შესახებ Topnews.com.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ადგილობრივების თქმით, არის შემთხვევები, როცა რამდენიმე პირი სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდნეიმე

ამინდი