Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონში გაზიფიცირების სამუშაოები კახა კალაძემ დაათვალიერა

თარიღი : 19-02-2015, 18:29 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე და ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე, ქალაქ ხონში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას" ქალაქ ხონის სრული გაზიფიცირების მიზნით, გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა დაევალა. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შედეგად 70 341 გრძივი მეტრი გაზსადენი აშენდება და ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესალებლობა 4 200-ზე მეტ ოჯახს მიეცემა. სამუშაოები 2015 წლის აგვისტოში დასრულდება.

2014 წლის დეკემბრიდან ხონის მუნიციპალიტეტში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს უკვე მიეწოდებათ ბუნებრივი აირი. აღნიშნულისთვის აშენდა 8 594 მეტრი გაზსადენი და თითოეულ ოჯახში ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძი დამონტაჟდა. სულ, ხონის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 646 ოჯახი გაზიფიცირდა.

ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა. ენერეგტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების შეთანხმებით ისევ შენარჩუნებულია აღნიშნული თანხის ეტაპობრვი გადახდის მექანიზმი და მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით, 16 თვის განმავლობაში შეეძლება. მომსახურების ღირებულებაში ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა შედის.


ნანახია: 2372-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხონი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ამ დრომდე ბუნებრივი აირი არ არის.
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
შეზღუდვები დღეს, 03:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოქმედებს.

ამინდი