"პატრიოტი" გია შარაბიძე ქუთაისის ხელმძღვანელობამ დაასაქმა
თარიღი : 18-02-2015, 17:50 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი გია შარაბიძე ქალაქის დამსუფთავებელ ფირმაში, ააიპ „სპეციალურ სერვისებში“ დასაქმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქალაქის საკრებულოს წევრი ნატო ქათამაძე ავრცელებს.
„ მაშინ როდესაც ქუთაისში ტესტირება გავლილ ადამიანებს "გასაუბრებაზე" იწუნებენ, ამ დროს ყოფილი "ნაციონალი" და ახლანდელი "პატრიოტი" გია შარაბიძე, უკონკურსოდ ინიშნება. დღეს, 18 თებერვალს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის გასვლითი სხომა გაიმართა "სპეციალური სერვისების" ააიპ-ში. და ოი საოცრებავ, იქ ვიხილე ყოფილი ნაციონალი (საფინასო სამსახურის უფროსად ნამუშევარი) და ახლანდელი "პატრიოტი" (რომელიც "პატრიოტობის" დროსაც აგრძელებდა საფინასო სამსახურის უფროსობას) გია შარაბიძე. აღმოჩნდა, რომ ააიპ_ში მუშაობა დაიწყო, უფროსის მოადგილედ (როგორც თავად თქვა) დაახლოებით ერთი თვეა,ანუ ამ ააიპ_ის შექმნის დღიდან. ვინც არ იცის, გია შარაბიძე, გოჩა თევდორაძის "კაცად" და მის მარჯვენა ხელადაა ცნობილი ქუთაისში,“ - წერს ქათამაძე.
ცნობისთვის, გია შარაბიძე ვიცე-მერის პოსტს დიმიტრი კოპალიანის მერობის პერიოდში იკავებდა.