ტყიბულის სოფელში დამწვარი სკოლის აღსადგენად 330 000 ლარი დაიხარჯება
თარიღი : 18-02-2015, 17:09 | კატეგორია: საზოგადოება, მთავარი თემა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისას ხანძრის შედეგად დამწვარ სკოლას იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ საჩუქრად წიგნები გადასცა. იმერეთის ვიცე გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი კოტე ლომიძე, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე და გამგებელი რობიზონ გვენეტაძე პედაგოგებს შეხვდნენ. მხარეთა ჩართულობით უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლის თანამედროვე ინვენტარით აღჭურვას უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე კი ჯვარისას სკოლას ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი საოფისე ინვენტარი გადაეცა.
სოფელ ჯვარისას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით სოფლის ამბულატორიასა და ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარეობს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ჯვარისას საჯარო სკოლის რეაბილიტაცია რამდენიმე კვირაში დაიწყება. აღნიშნულისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 330 000 ლარამდე გამოყო. განახლებულ სკოლაში სასწავლო პროცესი სექტემბრიდან განახლდება.