პარლამენტის წინ იპოთეკური სესხით დაზარალებულებმა და პატიმრის ახლობლებმა გზა გადაკეტეს
თარიღი : 18-02-2015, 15:04 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

პარლამენტის წინ იპოთეკური სესხით დაზარალებულებმა და პატიმრის ახლობლებმა გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები დღევანდელ ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ვიდრე ისინი ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, სხვა დაპირებები მისცეს, დღეს კი ამ დანაპირების შესრულება არ სურთ.
„2012 წლამდე ამბობდნენ, რომ თუ ხელისუფლებაში მოვალთ, დაბალპროცენტიან, გრძელვადიან სესხებს მოგცემთო. ახლა კი ამ პირობის შესრულება არავის სურს. თუ პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს არ მიიღებს და დაბალპროცენტიან, გრძელვადიან სესხებს არ მოგვცემენ, მასობრივ აქციებს გავმართავთ“, - აცხადებს იპოთეკური სესხით დაზარალებული დარეჯან სულაქველიძე.
ხელისუფლების მიმართ პრეტენზიას უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პატიმრების ახლობლებიც გამოთქვამენ.
„ხელისუფლებაში მოსვლამდე კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები გვეუბნებოდნენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩვენი შვილები ციხეში უმიზეზოდ ჩასვა და უვადო პატიმრობა ახირების გამო მიუსაჯეს. დღეს კი, როცა პარლამენტთან მოვედით და „ქართული ოცნების“ წევრებს დახმარება ვთხოვეთ, რათა უვადო პატიმრების საქმეების გადახედვა მომხდარიყო, მათ აბუჩად აგვიგდეს“, - აცხადებს პატიმრის დედა დარეჯან გოგიტიძე.
ცნობისთვის, პარლამენტის წინ ირაკლი აბაშიძის გამზირზე გზა 15 წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო. სიტუაცია სამართალდამცველებმა განმუხტეს.