აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაფიცვისთვის ემზადება
თარიღი : 18-02-2015, 14:28 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ნაწილი 23 თებერვლის რექტორის არჩევნების შემდეგ, სასწავლებელში გაფიცვის მოწყობას გეგმავს.
სასწავლებელში დასაქმებულთა გარკვეულმა ნაწილმა ქალაქის მერიის წინ დღეს აქცია გამართა. აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის ამჟამიმდელ რექტორს გიორგი ღავთაძეს უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ მისი რექტორად არჩევის შემთხვევაში უნივერსიტეტი გაიფიცება.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბადრი ფორჩხიძე ამბობს, რომ რექტორობის ოთხი კანდიდატიდან აკადემიური პერსონალისათვის გიორგი ღავთაძის გარდა, ყველა კანდიდატი მისაღებია.
ფორჩხიძე იმასაც ამბობს, რომ უნივერსიტეტში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით მათ ქვეყნის პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს, განათლების მინისტრს თამარ სანიკიძესა და პროკურატურას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.