ქუთაისში, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ალეკო გრიგოლაშვილის კუთხე მოეწყო
თარიღი : 17-02-2015, 20:27 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ალეკო გრიგოლაშვილის ხსოვნის პატივსაცემად "ქუთაისის ახალგაზრდულ ორგანიზაციათა სახლში" გრიგოლაშვილის კუთხე მოეწყო.
ღონისძიება ჯარისკაცის 33 წლის იუბილეს მიეძღვნა. ალეკო გრიგოლაშვილის კუთხეში დაღუპული ჯარისკაცების ფოტოები და პირადი ნივთები გამოფინეს.
"ქუთაისის ახალგაზრდულ ორგანიზაციათა სახლის" შემდეგ ალეკო გრიგოლაშვილის კუთხე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გადაინაცვლებს.
"უკრაინის ორ მუზეუმში მოეწყო ალეკოს კუთხე, სადაც მისი ტანისამოსი, მედლების ასლები და ფოტოები განთავსდა. როგორც ვიცი, მსგავსის გაკეთება უნდათ გურიაში, იმ სკოლაში, სადაც ალეკო სწავლობდა,“ - ამბობს ალეკო გრიგოლაშვილის მეუღლე ქრისტინე სვანიძე.
ცნობისთვის, ალექსანდრე გრიგოლაშვილი სოფელ "შასტიაში" დისლოცირებულ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. პრორუსი სეპარატისტების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად ერთი ქართველი და ერთი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა.