შოთა მურღულია: ქუთაისის მერიაში კონკურსები ყოველთვის იქნება
თარიღი : 17-02-2015, 17:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიაში მეორე კონკურსის შედეგები ცნობილია.
ქალაქის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, 48 პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსიდან, კონკურსის წესით 44 პოზიცია შეივსო, ხოლო 4 ადგილი ვაკანტური დარჩა.
მერის თქმით, 50 ვაკანტურ ადგილზე ახალი კონკურსი მიმდინარე კვირაში გამოცხადდება.
„ამით კონკურსების ძირითადი ეტაპი დასრულდება. თუმცა ხუთ და ათ ადგილას მერიაში კონკურსები ყოველთვის იქნება. ჩვენ პირველი კონკურსის შედეგებით უფრო კმაყოფილი ვართ. მეორე კონკურსის შედეგები უფრო მწირია. როდესაც მეორე და მესამე კონკურსს აცხადებ, ძირითადად პირველ კონკურსზე ხდება ძლიერი კადრების აყვანა, თუმცა ამ შემთხვევაშიც პროფესიონალი კადრები შევარჩიეთ,“ - ამბობს შოთა მურღულია.