ქუთაისის მერი ქალაქში არსებული ქარხნების დათვალიერებას განაგრძობს
თარიღი : 17-02-2015, 13:45 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საკრებულოს თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან ერთად ნიკეას ქუჩაზე მდებარე რკინის,რეზინის და ხის საწარმოები დაათვალიერა. აღნიშნულ საწარმოებში ათობით ადამიანია დასაქმებული, ხოლო პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზრებზე ხდება.
,, ჩვენ განვაგრძობთ ადგილობრივი ქარხნების დათვალიერებას, რათა კიდევ ერთხელ ვნახოთ რა მდგომარეობაა ქალაქში. ასევე გვექნება შეთავაზებები, რა დახმარება შეგვეძლება გავუწიოთ ადგილობრივი რესურსით,“-განაცხადა შოთა მურღულიამ.