ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მირზა ბუჩუაძის მოკვლა არ სურდა
თარიღი : 17-02-2015, 12:08 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის საქალაქო სასამართლო 22 წლის მირზა ბუჩუაძის მკვლელობაში ბრალდებული ლაშა ჯიხვაშვილის საქმის განხილვას განაგრძობს.
ჯიხვაშვილი ყოფილი პოლიციელია. სასამართლო პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა იგეგმება.
ბრალდებულის ადვოკატი ინგა გიორგაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ახალგაზრდის მკვლელობა არ სურდა.
„ეს იყო უბედური შემთხვევა. გასროლილმა ტყვიამ ჰაერში მიმართულება იცვალა,“ - ამბობს გიორგაძე.
ცნობისთვის, შემთხვევა ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე 3 ოქტომბერს მოხდა. სამართალდამცველმა ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მირზა ბუჩუაძე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.