ქუთაისში პანდუსების მოწყობა დაიწყო

ქუთაისის მერიაში შესვლის მსურველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები პანდუსით ისარგებლებენ. მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის შენობის გარდა პანდუსის მოწყობა 31-ე და #6 საჯარო სკოლებში, ასევე ნიკეასა და ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე იმ საცხოვრებელ კორპუსებთან მოეწყობა, რომელსაც შშმ პირები საცხოვრებლად და სამუშაოდ იყენებენ.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის განცხადებით, პანდუსების მოწყობას შპს „იმედი“ ახორციელებს. ორგანიზაცია აღნიშნული მიზნით ბიუჯეტიდან 27 777 ლარს იღებს.
პანდუსების მოწყობა ქუთაისში ეტაპობრივად განხორციელდება.