Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში მცხოვრები დევნილები გზის გადაკეტვით იმუქრებიან

თარიღი : 16-02-2015, 16:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოში, სანატარიუმ "სამგურალში" მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ.
ცხრასართულიან კორპუსში შესახლებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების თქმით, ოთახებში სახურავიდან წყალი ჩადის, შენობის კედლები, კარ - ფანჯარა და საძირკველი დაზიანებულია.
კორპუსში შესახლებული 145 ოჯახის თქმით, მათი ბინის პირველ და მეორე სართულზე უკვე წლებია დევნილები ვეღარ ცხოვრობენ, რადგან წყლით სავსე სარდაფებიდან სისტემატიურად ქვეწარმავლები და მღრნელები ამოდიან და მოსახლოებას საფრთხეს უქმნის.
"აქ ცხოვრება უკვე არ შეიძლება. გაუსაძლის პირობებშუ ვცხოვრობთ, როდის ჩაინგრევა კორპუსი და დავიხოცებით 145 ოჯახი არ ვიცით,"- აცხდებს დევნილი საშა აკობია.
ამორტიზირებულ კორპუსში მცხოვრები დევნილები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში დევნილთა სამინისტროს კორპუსიდან გასახლებას სთხოვენ თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივები ამბობენ, რომ კორპუსი, სადაც ისინი ცხოვრობენ სიცოხლისთვის საშიშია, რის გამოც მათი დაუყონებლივი გასახლება უნდა მოხდეს.
"22 წელია აქ ვცხოვრობთ. ამ ხნის განმავლობაში არცერთი მინისტრი არ მოსულა და დახმარება არ აღუთქვამს. საშინელ პირობებში ვართ, იქნებ ახლანდელ მინისტრს შერცხვეს და ჩამოვიდეს. თუ უალხოეს მომაავლში ზუტს პასუხს არ გვეტყვიან, თუ როდის მოხდება ჩვენი გადასახლება ცენტრალურ გზას გადავკეთავთ,"- ამბობს ქეთინო ხარზიანი.
პრობლემის შესახებ ინფორმირებული არიან ლტოლვილთა სამინისტროში. დევნილთა სამინისტროს იმერეთის სამმართველოს უფროსის გიორგი სანთელაძის თქმით, უალხოეს პერიოდში დევნილებს საკანალიზაო ქსელის და კორპუსის სახურავის პრობლემა მოგვარდება, კორპუსიდან გადასახლება კი, იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სამხარაულის ექსპერტის დაკვნის მიხედვით დადასტურდება, რომ კორპუსი მწყობრიდან არის გამოსული.

წყალტუბოში მცხოვრები დევნილები გზის გადაკეტვით იმუქრებიან


ნანახია: 2367-ჯერ

მსგავსი სიახლეები
20 წელზე მეტია, ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ
კორპუსში შესახლებული 40-მდე ოჯახის თქმით, სარდაფები წყლით არის სავსე, რის გამოც სისტემატიურად ქვეწარმავლები და მღრნელები ამოდიან
არსებული მდგომარეობით შეშინებული იძულებით გადაადგილებული პირები შველას ითხოვენ.
იძულებით გადაადგილებული პირები მათ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის შეყვანას ითხოვენ.
დევნილთა განცხადებით, წლებია ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, ასევე წლებია სამინისტრო მათ ბინებს პირდებათ და შესაბამისი
სამტრედიაში, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში 2013 წელს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შესახლებული 45 ოჯახი გასახლებას

ამინდი