Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ჩრდილოეთისკენ შებრუნებულ საგარეო ვექტორს საფრთხე რომ შეუქმნათ, რას იტყვის მერე ბიძინა? "

თარიღი : 16-02-2015, 12:59 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
„რადგან ვერ ამჩნევენ, კიდევ ერთხელ შევახსენებთ "დასავლური ღირებულებების მქონე" ხელისუფლებას, რომ ქალაქში რამდენიმე საბჭოთა მოღვაწის, მოსკოვის, ვოლგოგრადის, უკრაინის ამაოხრებლის კიკვიძის ძეგლი, ქუჩა და სკვერი გვაქვს და რომ ეს უკრაინის ოკუპაციის პარალელურად დიდი სირცხვილი და მოღალატეობრივი ჟესტია ყველაზე ერთგული მეგობრის მიმართ,“ - აღნიშნულ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ ავრცელებს.

ორგანიზაციამ ქუთაისის საკრებულოს რამდენიმე ქუჩის და სკვერის სახელდების ცვლილების ინიციატივით 2014 წლის 3 დეკემბერს მიმართა. ორგანიზაციის წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი ამბობს, რომ მათ წერილზე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.

„ბატონებო, ამას ხომ მაინც არ სჭირდება დიდი ძალისხმევა და ვაი უშველებელი. მაგრამ, ასე რომ მოიქცეთ, კომუნისტურ ქუჩებს სახელები შეუცვალოთ, უკრაინის მხარდაჭერა ღიად დააფიქსიროთ და ჩრდილოეთისკენ შებრუნებულ საგარეო ვექტორს საფრთხე შეუქმნათ, რას იტყვის (იზამს) მერე ბიძინა? ამიტომ, ნუ გადაუხვევთ რჩეული გზიდან მეორე გზისკენ. ააკაშკაშეთ მზე კომუნიზმის, წინ კომუნიზმის გამარჯვებისკენ!,“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 1638-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ორგანიზაციაში თვლიან, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქში არსებული ქუჩებისა და სკვერების სახელწოდებების შეცვლაზე უნდა იზრუნოს.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია აცხადებს, რომ მომხდარს გამოიძიებენ.
"ევროპა ჩვენი სახლია" უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ხელისუფლების მხრიდან პარლამენტის მიერ მიღებული კანონების აღუსრულებლობაზე
"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის მერიას აკრიტიკებს.
"ევროპა ჩვენი სახლია" ამერიკის ელჩს საქართველოში იან კელისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მიმართავს.

ამინდი