ქუთაისში, კლინიკური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ბინას 3 000–მდე ოჯახი ითხოვს
თარიღი : 15-02-2015, 14:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, კლინიკური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში დევნილებისათვის ბინების განაწილება 25 თებერვალს იგეგმება.
საავადმყოფოს ყოფილ შენობაში საცხოვრებელი 109 ოჯახისათვის არის გათვლილი, თუმცა ბინის მიღების თხოვნით სამინისტროში 3 000–მდე დევნილის განაცხადი შევიდა.
ვინ მიიღებს ახალ ბინებს, აღნიშნულს დევნილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია გადაწყვეტს. კომისიამ ქუთაისში მუშაობა 14 თებერვალს დაიწყო და 16 თებერვალს დაასრულებს. მის შეამდგენლობაში დევნილთა მინისტრის მოადგილეები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.
სამინისტროში შესული 3 000–მდე განაცხადიდან უწყებამ ყველაზე მაღალი ქულის მქონე 300 ოჯახი შეარჩია. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ქუთაისში აღნიშნული ოჯახების მონიტორინგს ახორციელებს.