თამარ ღვინიანიძე:სამართლიანობისათვის ვიბრძვი და უკანონობას არ დავუშვებ
თარიღი : 17-09-2013, 11:46 | კატეგორია: ახალი ამბები

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღეს, ტელე-რადიოკომპანია „რიონის“ გენერალური დირექტორის თამარ ღვინიანიძის საჩივარი მოისმინეს.
ღვინიანიძემ „რიონსა“ და ადგილობრივ ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს შორის 2006 წლიდან დაწყებულ დავაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2005 წელს, „მეგა ტვ“-ის ხონიდან ქუთაისში გადმოსვლამ სარეკლამო ბაზარზე არათანაბარი სიტუაცია შექმნა და კომპანიის შემოსავლების შემცირება გამოიწვია. როგორც ღვინიანიძემ განმარტა, ტელეკომპანიის სარეკლამო აგენტები კომპანიებს სარეკლამო მომსახურებას „რიონთან“ შედარებით დაბალ ფასებში სთავაზობდნენ. „რიონის“ გენერალური დირექტორი იმაზეც საუბრობს, რომ „მეგა ტვ“, რომელსაც ქუთაისის დაფარვაზე პრეტენზია აქვს, ლიცენზიაში 6 000-დან 8 000 ლარამდე იხდის, ხოლო „რიონს“ ანალოგიურ ლიცენზიაში 40 000 ლარიდან 44 000 ლარამდე გადახდა უწევს.
თამარ ღვინიანიძემ იმაზეც ისაუბრა, რომ მარეგულირებელი კომისიის მხრიდან მის განცხადებებთან დაკავშირებით რეაგირება არ იყო.
„მე ვიცავ თავს იმ ადამიანებისაგან, რომლებიც უსინდისოდ მებრძოდნენ და მებრძვიან. ეხლა ახალი ტალღა გაჩნდა, რომ მე მედიამონოპოლისტი ვარ. მე არავის წინააღმდეგი არ ვარ, ვინც კანონის ფარგლებში მოქმედებს. მე უკანონობას არ დავუშვებ და ვიბრძვი სამართლიანობისათვის,“ - ამბობს ღვინიანიძე.
მომჩივანთა მოსმენების დასრულების შემდეგ, კომისია ანალოგიურ რეჟიმში მეორე მხარეს მოუსმენს.