ტყიბულის სოფელში მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებული არასრულწლოვანი სასამართლომ გაათავისუფლა
თარიღი : 14-02-2015, 17:59 | კატეგორია: სამართალი

იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატს გელა სიორდიას ტყიბულის რაიონში მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებული არასრულწოვნის დაცვა დაევალა. არასრულწლოვან გ.-ს ბრალი ედებოდა ტყიბულში, სოფელ კურსებში მოხუცი ცოლ-ქმრის ოჯახის დაყაჩაღებაში.
როდესაც ადვოკატი საქმეში ჩაერთო, არასრულწოვანი გ.გ. დაკავებული იყო და მას მოწმის სახით დაკითხვისას აღიარებული ჰქონდა, რომ თითქოს ყაჩაღობა მის მიერ იყო ჩადენილი, თუმცა საქმეში ადვოკატის ჩართვისა და კონსულტაციის შემდეგ, ბრალდებულის სახით დაკითხვისას გ. გ.-მ თავი არ ცნო დამნაშავედ და დუმილის უფლება გამოიყენა.
„დაცვის მხარემ არასრულწლოვნის დაკავების ფაქტიც გააპროტესტა, ვინაიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავეს არა 23:50 სთ-ზე, როგორც ეს იყო მითითებული დაკავების ოქმში, არამედ 19:15 სთ-ზე, როდესაც ის პოლიციის თანამშრომლებმა იძულებით მიიყვანეს პოლიციაში და გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდეს. ჩვენი პროტესტის საგანი ის ფაქტიც გახდა, რომ ფაქტობრივად დაკავებული არასრულწლოვანი დაკითხეს მოწმის სახით და ადვოკატის გარეშე, რამაც გამოიწვია ის, რომ არასრულწლოვანმა აღიარა ის დანაშაული, რაც მას არ ჩაუდენია,“ - ამბობს გელა სიორდია.
პროკურატურამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.
„ყაჩაღობის ჩადენისათვის კანონი 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა არ იყო. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ სასამათლოს გ.გ.-ს დაკავება ეცნო უკანონოდ, არასრულწლოვანის მიმართ გამოეყენებინა სხვა რომელიმე არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიება და ის დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა სასამართლო დარბაზიდან,“ - ამბობს ადვოკატი.
სასამართლომ მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ სრულად გაიზიარა ადვოკატის შუამდგომლობა და არასრულწლოვანი ბრალდებული გ.გ. სასამართლო სხდომის დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.