ქუთაისში ბაღის შენობაში სასტუმროს განთავსებას უარყოფენ
თარიღი : 14-02-2015, 15:13 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერიის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.
პრესსამსახურის განცხადების მიხედვით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების 31-ე ფილიალის შენობაში სასტუმროს განთავსება იგეგმება.
„ბაღის შენობა ამორტიზებულია. კედლებს აქვს ბზარები. სართულებს შორის არის ნაპრალები და ბზარები. შენობის შესახებ დასკვნას სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ამზადებს. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გამო, 31-ე ფილიალში სწავლა შეწყვეტილია.
აღსაზრდელები და პედაგოგები გადანაწილდნენ მე-18 და მე-20 ბაგა-ბაღებში.
31-ე ბაღის შენობას, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება.
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ,რომ შესაძლოა რეაბილიტირებული შენობა სხვა დანიშნულებით იქნეს გამოყენებული სრული სიცრუე და დეზინფორმაციაა. რეაბილიტაციის შემდეგ შენობაში ისევ ბაგა-ბაღი განთავსდება,“ - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს ქუთაისში ავტოქარხნისა და ავანგარდის დასახლებებში ორი ახალი ბაღის მშენებლობა იგეგმება.