"მათი გადაწყვეტილებით ათასობით უსახლკარო ძაღლი დაიხოცა"
თარიღი : 14-02-2015, 14:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

„მათი გადაწყვეტილებით დღემდე ქუთაისში დაჭერილი ათასობით უსახლკარო ძაღლი გადაასახლეს ქუთაისის მოსაზღვრე რაიონებში! რომელთა დიდი ნაწილიც მაგისტრალებზე ავტომობილებით დაიხოცა!,“ - ამგვარი წარწერით აქვეყნებს ქუთაისის მერისა და ვიცე-მერის ფოტოებს „საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია“.
როგორც ფედერაციაში აცხადებენ, დასუფთავების სამსახურები სისტემატიურად პოულობენ დახოცილი ცხოველების გვამებს მაგისტრალებზე, ქუთაისი- გეგუთის გზასა და ქუთაისთან ახლოს მდებარე ტერიტორიებზე.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ე.წ. მაწანწანლა ძაღლების თავშესაფრის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერის შედეგები ცნობილია და თავშესაფრის მოწყობა დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება.
ცნობისთვის, ქუთაისში მაწანწალა ძაღლებისათვის განკუთვნილი თავშესაფრის მოწყობაზე ინდმეწარმე პაატა ბოკუჩავა იყო პასუხისმგებელი. მას შემდეგ, რაც ინდმეწარმესთან გაფორმებულ ერთწლიან ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, თავშესაფარმა ფუნქციონირება შეწყვიტა, ხოლო თავშესაფარში მყოფი ძაღლები ქუჩაში აღმოჩნდნენ.