ზესტაფონის რაიონში სოციალურად დაუცველმა მამაკაცმა პირი ამოიკერა
თარიღი : 14-02-2015, 14:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ზესტაფონის რაიონში სოციალურად დაუცველმა მამაკაცმა პირი ამოიკერა.
როგორც პირამოკერილი მამაკაცის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, გუშინ მამაკაცი გამგეობაში დახმარების თხოვნით მივიდა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის აბუჩად აიგდეს.
„ძალიან უჭირთ. 3 წლის წინ სახლი დაეწვათ, ახლა კი 2 ოჯახი 5 კვადრატულ მეტრ ბოსელში ცხოვრობს. დედამისი მძიმე სენით არის დაავადებული და იმის ფულიც არ აქვთ, ექიმთან წაიყვანონ. სწორედ ამისთვის იყო გამგეობაში მისული, სთხოვდა მედიკამენტებისთვის რაიმე თანხა გამოეყოთ და ასევე, სთხოვდა, რომ დამწვარი სახლი გადაეხურათ, თუმცა იქ მისულს დასცინეს და უთრეს, რომ მხოლოდ 50 ლარით შეეძლოთ დახმარებოდნენ“, - აცხადებს მეზობელი თამრიკო კვინიკაძე.
ადგილზე სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი კობა გოჩელეიშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ სოფელში მსგავსად 6 ოჯახს უჭირს, თუმცა გამგეობა მათ დასახმარებლად არაფერს აკეთებს.