Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"სიყვარულის ბაღი" და მარადიული სიყვარულის სიმბოლო წყალტუბოში

თარიღი : 13-02-2015, 17:34 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
წყალტუბოში „სიყვარულის ხიდი“ გაიხსნება. ხიდის გახსნის იდეა მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურს ეკუთვნის. სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი ამბობს, რომ ინიციატივას მხარი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმადაუჭირა.

სიყვარულის ხიდზე უკვე დაიდგა გულის ფორმის კონტრუქცია, რომლის მოწყობა გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურმა წყალტუბოელი ბიზნესმენის გიზო ბზიკაძის დახმარებით შეძლო. წყალტუბოს გამგებლის თქმით, ხიდის დასაწყისში გაკეთდება აბრა ინგლისურ და ქართულ ენებზე. გარდა ამისა, სიყვარულის ხიდზე არსებულ რკინის გულზე შეყვარებულები სიმბოლურად შეაბამენ ბოქლომებს.

ამბობენ, რომ სიყვარულის ბოქლომების ტრადიცია ჩინეთიდან დაიწყო, ევროპაში კი 2000 წლიდან გავრცელდა. დღეს "ბოქლომების ხიდს" პარიზში, ფლორენციაში, სევილიაში, ლონდონსა და ევროპის სხვა დიდ ქალაქებშიც შეხვდებით. ამ ხიდებზე უკვე ათასობით შეყვარებულმა შეჰფიცა ერთმანეთს სიყვარული. წყვილებმა თავიანთი ინიციალებით მოხატული ფერადი ბოქლომები აქ სამუდამოდ ჩაკეტეს და მარადიული სიყვარულის ნიშნად გასაღები წყალში გადააგდეს.


ნანახია: 3055-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფესტივალი, რომელშიც მუნიციპალიტეტის თითოეული სოფლისა და ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდები ჩაერთნენ, ადგილობრივი ხელისუფლების
უკვე რამდენიმე დღეა წყალტუბოში განთავსებული შუქნიშნები ახალი რეჟიმით მუშაობს.
„სიყვარულის დღის“ აღნიშვნა ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ტრადიციად იქცა და უკვე მესამე წელია იმართება.
ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
პაატა ბურჭულაძე-საქართველოს განვითარების ფონდი ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი კობა ჩიხლაძე მოსახლეობას სიყვარულის დღეს ულოცავს.

ამინდი