ქუთაისის მერის საჩუქრები-ელექტროღუმელები, მაცივარი, ტელევიზორი და სარეცხი მანქანა
თარიღი : 13-02-2015, 14:47 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა დღის ცენტრებში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ელექტროღუმელები გადასცეს. ღუმელები შშმ პირებმა მათი მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს.
ქუთაისის მერის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადგილობრივი მთავრობის მთავარი საზრუნავია. პარალელურად, ქუთაისში არსებულ სამ დღის ცენტრს მაცივარი, ტელევიზორი და სარეცხი მანქანა გადაეცა.