იმერეთის გუბერნიაში აპარატის უფროსის მოადგილის შესარჩევი კონკურსი მესამედ ჩაიშალა

იმერეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ადგილი კვლავ ვაკანტური დარჩა. გუბერნიის აპარატის უფროსის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი მესამედ ჩაიშალა.
იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის თქმით, ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი მეოთხედ მარტის თვეში გამოცხადდება. მეფარიშვილი განმარტავს, რომ ვაკანტური ადგილი კონკურსის წესით უნდა შეივსოს.
„კანონის მიხედვით, კონკურსის წესით დანიშნული ადგილი თუ გამოთავისუფლდება, მის ადგილას დროებით, მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა შესაძლებელია. მაგრამ რადგან გუბერნატორის აპარატის უფროსის მოადგილე თანამდებობაზე კონკურსით არ იყო დანიშნული, მის ადგილას კონკურსის გარეშე ვინმეს დანიშვნა შეუძლებელია,“ - ამბობს ზაზა მეფარიშვილი.
გუბერნატორი აღნიშნავს, რომ მესამედ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კონკურსანტების კვალიფიკაცია წინა ორ კონკურსში მონაწილე კონკურსანტების კვალიფიკაციას ბევრად აღემატებოდა.
„მარტო ჟურნალისტური კუთხით არ უნდა შევხედოთ ამ თანამდებობას. დამატებითი უნარ-ჩვევები და იურიდიული ცოდნა აუცილებელია,“ - ამბობს ზაზა მეფარიშვილი.
ცნობისთვის, გუბერნატორის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ზეკო ხაჩიძემ თანამდებობა დატოვა.