ბომბზე ცრუ შეტყობინებისთვის დაკავებულ აბაშის მკვიდრს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება
თარიღი : 17-09-2013, 00:21 | კატეგორია: სამართალი

სამართალდამცავებმა პარლამენტში ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი დააკავეს. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შესული ცრუ შეტყობინების ავტორი აბაშაში მცხოვრები 1994 წელს დაბადებული ოთარ ჯ. აღმოჩნდა.
„მან 112-ში ცრუ შეტყობინება 16 სექტემბერს, 14:38 საათზე განახორციელა. შეტყობინებისთანავე საკანონმდებლო ორგანოში შსს-ს შესაბამისი სამსახურები გამოცხადდნენ, რომლებმაც შენობაში მყოფი მოქალაქეები ევაკუაცია განახორციელეს. ჩატარებული განაღმვითი სამუშაოების შედეგად შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა,“ - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობის ფაქტზე დაიწყო, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ბომბის არსებობის შესახებ გუშინ, მესამე ცრუ შეტყობინება შევიდა.