Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორი გასულ წელს რეგიონში შესრულებული სამუშაოების ხარისხს იწუნებს

თარიღი : 13-02-2015, 12:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2015 წელს იმერეთის რეგიონი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან 44 მილიონ ლარს მიიღებს. აქედან 15 მილიონ ლარს ქუთაისი აითვისებს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მუნიციპალიტეტების გამგებლების მოადგილეებთან და შესყიდვების სამსახურების უფროსებთან ერთად, შესყიდვებთან და სატენდერო პირობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრას მთავრობის კანცელარიის პროექტების მონიტორინგის სამსახურის უფროსი მინდია ღლონტიც ესწრებოდა.
ღლონტის განცხადებით, მიმდინარე წელს იმერეთის რეგიონში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. მათ შორის ბაღების, შენობების კეთილმოწყობა და გზების რეაბილიტაცია.
იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის განცხადებით, გასულ წელს რეგიონმა რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული სამუშაოები სრულად შეასრულა, თუმცა გუბერნატორი არ მალავს, რომ ხარისხით უკმაყოფილოა.
„მიმდინარე შეხვედრაზე ვმსჯელობთ, როგორ უნდა იყოს სატენდერო მოთხოვნები ჩამოყალიბებული, რომ პროექტი ხარისხიანად შესრულდეს,“ - ამბობს გუბერნატორი.
ზაზა მეფარიშვილმა აღნიშნული კუთხით მაგალითად ქუთაისი მოიყვანა და განაცხადა, რომ ქუთაისი თავად ამზადებს პროექტს, რაც დროულად გამოცხადებისა და სამუშაოების ასევე დროულად დაწყების საშუალებას იძლევა.


ნანახია: 2250-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრაზე მხარეებმა გამგეობებში მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის, კონკურსების და ატესტაციის საკითხები განიხილეს. ასევე,
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ისეთი საკითხები, რაც მუნიციპალიტეტებში დაგეგმილ ატესტაციებსა და კონკურსებს, ასევე, რეგიონში ჩავარდნილ
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მხარის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ყოველთვიურ მუშა
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge–ს კითხვაზე– რა ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელება იგეგმება 2017 წელს იმერეთის
2016 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, როგორც სახელმწიფო ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 960

ამინდი