Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ქუჩა ისეა გადათხრილი, წვიმიან ამინდში ბოტების გარეშე გავლა წარმოუდგენელია"

თარიღი : 12-02-2015, 19:45 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სტატიები   
topnews.com.ge
ქუთაისში, თავისუფლების ქუჩის მე-6 ჩიხში მაცხოვრებლები დაზიანებული გზის შეკეთებას ითხოვენ.

აღნიშნული შესასვლელით 9 ოჯახი სარგებლობს. მოსახლეობა განმარტავს, რომ 3 წლის წინ ადგილზე წყალგაყვანილობის მილები შეიცვალა, რისთვისაც ქუჩა მთლიანად გადაითხარა. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ხანგრძლივი წვიმების დროს აღნიშნულ გუბურებში ამოჩრილი საკანალიზაციო ჭის თავები სილით ივსება და მოსახლეობას მათი გაწმენდა საკუთარი ხარჯებით უწევს.

„ქუჩა ისეა გადათხრილი და ჩაღრმავებული, წვიმიან ამინდში ბოტების გარეშე გავლა წარმოუდგენელია. წინათ ბავშვები ჩიხში თავისუფლად თამაშობდნენ, მაგრამ ახლა შიშით ეზოს გარეთ ვეღარ ვუშვებთ. გვეშინია, ამ გუბურებში რამე არ მოიწიონ,“ - აცხადებს მოსახლეობა.
„ასეთი ამბავი კორპუსთან რომ ყოფილიყო, 3 წელიწადი ასე ვინ მიგვიტოვებდა, არჩევნების წინ მაინც გააკეთებდნენ. იციან, რომ 9 ოჯახიდან ბევრ ხმას ვერ წაიღებენ და ამიტომ არავის ვაინტერესებთ,“- აცხადებენ ადგილობრივები.

თავისუფლების ქუჩის მე-6 ჩიხში მაცხოვრებლებს ქუთაისის საკრებულოს წევრი, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე შეხვდა. მაჟორიტარი მოსახლეობას დაპირდა, რომ საკრებულოს შემდეგ სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადებას გააკეთებს.


ნანახია: 2603-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც მოსახლეობა ამბობს, ქუჩა ორი კვირის წინ გადაითხარა და სამუშაოები შეჩერდა. ადგილობრივებისათვის ქუჩის გადათხრის მიზეზები
ქუთაისში, ბესიკის ქუჩის პირველ შესახვევში მაცხოვრებლები გზის შეკეთებას ითხოვენ.
ნატო ქათამაძე მოსახლეობას აღნიშნული საკითხის სიღრმისეულად შესწავლას და წყალმომარაგების კომპანიასთან შუამდგომლობის წერილის
ქუთაისის მერიის წინ თავისუფლების მეოთხე შესახვევში მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლის ქეთევან ძოწენიძის განმარტებით, მან არაერთხელ ჩააყენა საქმის კურსში, როგორც გაერთიანების,

ამინდი