Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნახევარი საუკუნე ელექტროენერგიის მოლოდინში

თარიღი : 12-02-2015, 16:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საჩხერის რაიონის სოფელ ვაკისაში მცხოვრებ 5 ოჯახს 40 წელზე მეტია ელექტროენერგია არ მიეწოდება.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათთვის ინფორმაციის ერთადერთი საშუალება რადიოა.
ნახშირის უთო და ლამფა კი, ყველაზე საჭირო ნივთი.
"40 წელია ასეთ პირობებში გვიწევს ცხოვრება. 6-7 საათამდე, რასაც მოვასწრებთ საქმეს, თორემ შემდეგ უკვე ყველანი ვიძინებთ. დავიღალეთ ცეცხლის და ლამფის შუქზე ცხოვრებით. აქ ამ დასახლებაში ტელევიზორს ბოლოს ხალხმა 40 წლის წინ უყურა", - აცხადებს ზაურ ტაბატაძე
"21-ე საუკუენში ნახშირის უთოთი რომ გაუუთოვებ ოჯახის წევრების ტანსაცმელს, სირცხვილი არ არის? ყველა მთავრობა გვპირდებოდა, რომ გექნებათ შუქიო, მაგრამ ყველამ მოგვატყუა", - აცხადებს მაია ტაბატაძე
სოფელ ვაკისაში უშუქობა სოფლის ერთადერთი პრობლემა არ არის. წელიწადში, დაახლოებით 8 თვე, სოფელი რთული რელიეფური მდებარეობის გამო გარესამყაროსაც წყდება.
ორი საათი დროის ის მონაკვეთია, რაც სოფელ ვაკისაში მცხოვრებლებს სახლამდე მისასვლელად სჭირდებათ.
საჩხერის გამგეობაში პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან. მათი თქმით უახლოეს პერიოდში სოფელს ელექტროენერგია მიეწოდება.
სოფელში კი აცხადებენ, რომ თუ უახლოეს პერიოდში მათ დასახლებამდე ელექტროენერგიას არ მიიყვანენ, შესაძლოა, სოფელი მოსახლეობამ დატოვოს.


ნანახია: 2426-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათთვის ინფორმაციის ერთადერთი საშუალება რადიოა. ნახშირის უთო და ლამფა კი, ყველაზე საჭირო ნივთი.
მათვის ყველაზე საჭირო ნივთები ნახშირის უთო, ლამფა და რადიოა.
სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია მოქცეული, რის გამოც ათეულობით ოჯახის საცხოვრებელი სახლი მწყობრიდან არის გამოსული.
ამ სოფელში ვინმე რომ დააცემინებს, სიცოცხლის ნაცვლად, ერთმანეთს ერთი ვედრო წყალიო, ასე ვეუბნებით.

ამინდი