ოთხ ქურდობაში ბრალდებული არასრულწლოვანი გირაოთი გაათავისუფლეს
თარიღი : 12-02-2015, 13:49 | კატეგორია: სამართალი

იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატის დახმარებით არასრულწლოვანი ბრალდებული დაპატიმრებას გადაურჩა.
2015 წლის თებერვლის თვეში იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატ პავლე კაკაბაძეს არასრულწლოვანი ბრალდებულის ნ. გ.–ს დაცვა დაევალა.
არასრულწლოვან ნ.გ.–ს ბრალად ედებოდა სხვადასხვა დროს ჩადენილი ოთხი ქურდობა. არასრულწლოვანი გამომძიებლის მიერ მოწმის სახით სკოლის პედაგოგის თანდასწრებით (ადვოკატის გარეშე) დაიკითხა, რა დროსაც სრულფასოვნად აღიარა დანაშაული.
მას შემდგომ, რაც არასრულწლოვნის საქმეში სავალდებულო წესით ჩაერთო საზოგადოებრივი ადვოკატი, გაირკვა, რომ შეშინებულმა და დაბნეულმა მოწმის სახით დაკითხვისას აღიარა იმ დანაშაულის ორი ეპიზოდი, რომელიც მას არ ჩაუდენია.
2015 წლის 11 თებერვალს ქუთაისის რაიონული პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენისას შევიდა შუამდგომლობით. კერძოდ, ზემოთ აღნიშნულ, არასრულწლოვანზედ ბრალად შერაცხულ დანაშაულთა რაოდენობაზე აპელირებით – აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნით.
არასრულწლოვნის საზოგადოებრივმა ადვოკატმა – ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაზე, ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციაზე და სხვა ეროვნულ კანონმდებლობაზე აპელირებით მოითხოვა, რომ არ დაკმაყოფილებულიყო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა და არასრულწლოვნის მიმართ ყოფილიყო გამოყენებული არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ ადვოკატისა და პროკურორის შუამდგომლობების მოსმენის შემდეგ სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ გაეზიარებინა პროკურორის მოთხოვნა და არასრულწლოვან ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურო წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას „ვერდიქტი“, რომელიც სამსახურის საქმიანობის საზოგადოებისათვის უკეთ გაცნობას ემსახურება. რუბრიკის ფარგლებში სააგენტოს მკითხველი ასევე სამსახურის მიერ წარმოებულ საქმეებსაც გაეცნობა.