"მიცვალებული გვიფუჭდება, მაგრამ არ დავკრძალავთ. პარლამენტთან და მერიასთან დავასვენებთ"
თარიღი : 12-02-2015, 13:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 19 წლის ნანა გიგლემიანის ოჯახი მიცვალებულის დაკრძალვას არ აპირებს. გიგლემიანის ოჯახმა და ახლობლებმა დღეს სასტუმრო "თბილისის" მიმდებარე ტერიტორია და ე.წ. "სტეკლოტარაზე" თბილისი-ქუთაისის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ გაჩერდებიან და პროტესტს იმ დრომდე არ შეწყვეტენ, ვიდრე სამართალდამცავები 19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს არ დააკავებენ.
"მიცვალებული გვიფუჭდება, მაგრამ არ დავკრძალავთ. პარალმენტთან და მერიასთან დავასვენებთ. რატომ მიმიტოვა ჩემი სიმწრით გაზრდილი შვილი. საავადმყოფოში წაეყვანა, იქნებ გადარჩენილიყო. რომც მომკვდარიყო, უბედურ შემთხვევად ჩავთვლიდით, ოღონდ არ მიეტოვებინა. ჩვენ არ გავჩერდებით," - აცხადებს გარდაცვლილის ბებია ნაირა ნანავა.
ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 19 წლის გოგონას ქალი დაეჯახა, ხოლო დამნაშავის დაკავება იმ მიზეზით არ ხდება, რომ მას პოლიციელი ქმარი ჰყავს.