Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერმა პროკურატურას მიმართა

თარიღი : 11-02-2015, 15:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერი შოთა მურღულია პროკურატურისგან დახმარებას ითხოვს.
მერის თქმით, ადგილობრივი მთავრობა დაინტერესებულია სამართალდამცავებმა გამოიკვლიონ რამდენად კანონიერად მოხდა „იბერიის ვარსკლავზე“ 2007 წელს ქუთაისში 1 300 კვადრატი მიწის ფართობის გადაცემა.
მერმა ბრიფინგზე ის მიზეზები განმარტა, რომელთა გათვალისწინებით პროკურატურას საჩივრით მიმართა.
მურღულიას განცხადებით, კომპანიას მიწისქვეშა პარკინგის მოწყობისა და დასუფთავების სამსახურისათვის გადასაცემად სპეციალური ავტომობილის შეძენის ვალდებულება ჰქონდა.
„იბერიის ვარსკვლავმა“ არათუ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, იჯარის ფულსაც კი არ იხდიდა. 2007 წელს კომპანია „იბერიის ვარსკვლავს“ ქალაქში საუკეთესო ადგილები პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა. ვალდებულებებში საკმაოდ დიდი ინვესტიცია უნდა ჩაედო, თუმცა 2010 წელს ვალდებულება მოუხსნეს, ქონება კი დაუტოვეს. ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული ფაქტი და ვფიქრობთ ამ ქმედებამ ქალაქი დააზარალა. ამიტომ მივმართავთ პროკურატურას,“- განაცხადა შოთა მურღულიამ.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მერიის და მერის დიკრედიტაციის მიზნით სპეკულირებენ.


ნანახია: 2006-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„იბერიის ვარსკლავისათვის“ გადაცემული მიწის ნაკვეთი 1 300 კვ. მ.-ს მოიცავს. მიწის გასხვისება ერთ პირთან მოლაპარაკების
წულაიას განცხადებით, პროკურატურამ ქუთაისის მერიასა და 'მაკდონალდს' შორის კორუფციული გარიგების ფაქტი უნდა გამოიკვლიოს.
ქალაქის მერის თქმით, აღნიშნული ფართობის გასხვისების შემდეგ, ქალაქს დამატებითი შემოსავალი გაუჩნდება.
როგორც topnews.com.ge-ს სვეტლანა ახალაიამ განუცხადა, ის 2007 წელს წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს.
მურღულიას თქმით, ის წელს შვებულებაში სამი დღით იმყოფებოდა.
ამის შესახებ ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამინდი