Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წერეთლის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებს კანდიდატურების მოხსნისაკენ მოუწოდებენ

თარიღი : 11-02-2015, 12:45 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის ერთ- ერთი კანდიდატი ბესო მიქელთაძე რექტორობის კანდიდატებს კანდიდატურების მოხსნისაკენ მოუწოდებს.
უნივერსიტეტის რექტორობისათვის მიქელთაძის გარდა კიდევ სამი კანდიდატი იბრძვის. რექტორობის კანდიდატი ოპონენტებს საკუთარი კანდიდატურების მოსახსნელად ორი დღის ვადას აძლევს.
„მივმართავ ბატონებს: გიორგი ღავთაძეს, გიორგი ონიანს და დიმიტრი კოპალიანს.
ჩემი ბრძოლა სამართლიანია. მე ვიბრძვი მხოლოდ სიმართლისათვის, ჩემი ქალაქისა და უნივერსიტეტის გადარჩენისათვის. ბატონებო! ( ღავთაძე, ონიანი) თქვენ ართმევთ ბავშვებს ხარისხიანი სწავლის უფლება. ეს დანაშაულია. შესაბამისად, ართმევთ ბავშვებს მომავალი ცხოვრების უკეთ მოწყობის უფლებას. თქვენ ჩამოშალეთ და დაანგრიეთ უნივერსიტეტი. ფაქტია, სწავლის დონე, ინტერაქტიული გადაცემა, ლაბორატორიები ,ონლაინ სწავლება , უნივერსიტეტის შემდგომ სტუდენტთა დასაქმება, კავშირი საწარმოო სექტორთან, მომავლის დაგეგმვა და სტრატეგიის განსაზღვრა , ფაკულტატშორისი ლექციების დასწრებადობადობა , პროფესორ- მასწავლებელთა ხელფასები სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით ,გარბიან უცხოელი სტუდენტები სხვა უნივერსიტეტებში, ჩამონგრევის პირას მყოფი შენობებია საინჟინრო ტექნიკურ, აგრარულ და საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტებზე, კორუფციის საშინელი ფაქტები.. და ეს ყველაფერი არააა...
დიახ ჩემი ბრძოლა სამართლიანია. მე ვიბრძვი იმისათვის რომ სახლში მისულებს არ შეგვრცხვეს ჩვენი შვილების და შვილიშვილების. დიახ არ შეგვრცხვეს მათ თვალებში ჩახედვა მაშინ როდესაც გვეტყვიან, როდესაც უნივერსიტეტს და სწავლის უფლებას გვართმედნენ სად იყავითო??? იცოდეთ, ისინი ამას აუცილებლად იკითხავენ.
ვიცი დღეებს ითვლით და შემუდრულნი, დებატებსაც გაურბიხართ, ვინაიდან სათქმელიც არაფერი გაქვთ. სულმოუთქმელნი ელოდებით კომუნისტურ დღესასწაულს, 23 თებერვალს, რათა ფარსი რეალობად იქციოთ. გთხოვთ, ნუ დააქცევთ სრულიად წერეთლის უნივერსიტეტს,
სავარძლის მოყვარეობას ნუ გადააყოლებთ ქალაქს, ნუ წაართმევთ ბავშვებს ხარიხიანი სწავლის უფლებას. ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის რომ არ გაგაჩნიათ მმართველისათვის აუცილებელი უნარ ჩვევები... ეს გამოსავალია, გამოსავალია შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან.
დამიჯერეთ თქვენს სავარძელს, ბავშვებზე მიცემული ხარისხიანი სწავლის უფლება ბევრად ჯობია.ქვეყანაზე მომავლის წართმევის უფლება არავის აქვს. დაქცეული უნივერსიტეტი კი სამშობლოს ღალატზე უარესია.
მე სიმართლისათვის ვიბრძვი, ვიბრძვი ჩემი ქალაქისა და ქვეყნისათვის. ჩვენი შვილების კეთილდღეობისათვის.მე ვიბრძოლებ სიმართლისათვის.
მოდით მოვხნათ კანდიდატურები.
ყველა კანდიდატმა ორი დღის ვადაში მოვხსნათ კანდიდატურები. სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს მივცეთ საშუალება შეარჩიონ ის ადამიანი, ვინც უნდა უხელმძღვანელოს მათ უნვერსიტეტს მომავალში,“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მიქელთაძე ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება.


ნანახია: 2789-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასწავლებელი ერთ წელიწადში მე-13 000 ადგილიდან 15 007-ე ადგილზე აღმოჩნდა.
ახალი რექტორის ვინაობა დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის ამჟამიმდელ რექტორს გიორგი ღავთაძეს უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ მისი რექტორად არჩევის
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორის ვინაობა ცნობილია.

ამინდი