"ჩვენი ორმოები სამწუხაროდ ოცნებამ ვერ ამოავსო"-უგზოობა ქუთაისში

ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარება სითხოვენ.
ადგილობრივების თქმით, ყურადღების გარეშეა დარჩენილი ცენტრალური გზის ის ნაწილი, რომელიც სასაფლაოს ესაზღვრება.
ადგილობრივების მტკიცებით, გზის აღნიშნული მონაკვეთის კეთილმოწყობას მხოლოდ არჩევნების დროს ჰპირდებიან.
"ორმოებად არის ქცეული ეს გზა. ავარიები ხდება ხშირად, რადგან ვიწრო ტრასაზე საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები გადაადგილდება. მერიას რამდენჯერაც მივმართეთ პასუხი არ გაგვცეს, ჩვენი ორმოები სამწუხაროდ ოცნებამ ვერ ამოავსო,"- აცხადებს ნელი ზვიადაძე.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ გზის ამ მონაკვეთის შეკეთება ამ ეტაპისთვის არ იგეგმება.