გეგუთი-ქუთაისის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია უტარდება
თარიღი : 11-02-2015, 11:54 | კატეგორია: ახალი ამბები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგუთი-ქუთაისის დამაკავშირებელი 2- კილომეტრიანი და თერნალი-მაღლაკის 5- კმ-იანი მონაკვეთების ასფალტირებას ახორციელებს. ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა აღნიშნულ გზებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. მათი განცხადებით, მოსახლეობა გზის დაზიანებული საფარის განახლებას წლების განმავლობაში ითხოვდა.
ცნობილია, რომ გეგუთი- ქუთაისის გზის შესაკეთებლად 954 900, ხოლო სოფელ მაღლაკთან დამაკავშირებლი გზის რეაბილიტაციისათვის 3224 900 ლარია გამოყოფილი.
ცნობილია, რომ გეგუთი- ქუთაისის გზის შესაკეთებლად 954 900, ხოლო სოფელ მაღლაკთან დამაკავშირებლი გზის რეაბილიტაციისათვის 3224 900 ლარია გამოყოფილი.