"ქუთაისის მერს მხოლოდ ის შეუძლია ჩააგდოს ევროპის ჩემპიონატი და ძაღლები მიუსიოს ქალაქს"
თარიღი : 10-02-2015, 14:51 | კატეგორია: პოლიტიკა

ქუთაისის მერიას პარკირების ადგილების ქალაქში პარკირების ადგილების მოწყობის მიზნით გამოცხადებული აუქციონის ჩავარდნისათვის აკრიტიკებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისის მერისა და მისი მოადგილეების საქმიანობას აკრიტიკებს.
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის თავმჯდომარემ გია გოქაძემ განაცხადა, რომ ქუთაისში პარკირების ადგილების მოწყობა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში არ მოხერხდება. აღნიშნულს გოქაძე იმით ხსნის, რომ პარკირების ადგილებიდან შავი ფული, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ოდენობით ქუთაისის მერიაში შედის.
„შეიძლებოდა პარკირების ადგილები რამდენიმე ლოტად დაეყოთ, მაგრამ ასე არ გააკეთეს, რადგან აუქციონის ჩავარდნაში დარწმუნებულები იყვნენ. ქუთაისის მერი 15 თვე მართავს ამ ქალაქს და ამ ხნის განმავლობაში საკითხი ადგილიდან არ დაძრულა. მერს შეუძლია მხოლოდ დასცინოს ოპონენტებს, ჩააგდოს ევროპის ჩემპიონატი ქალაქში და ძაღლები მიუსიოს ქალაქს. ქუთაისის მოსახლეობამ 15 ივნისს ქალაქის მერი აირჩია, თუმცა ქუთაისელებს ბოღმიანი, ცუდი ბიჭი შერჩათ ხელში. ,“ - აცხადებს გია გოქაძე.
ქუთაისის მერიაში ახალი აუქციონის გამოცხადებას მარტში გეგმავენ. ქალაქის ვიცე-მერის კოტე ქავთარაძის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მთავრობის განკარგულებიდან გამომდინარე, გასასხვისებელი მიწის საექსპერტო შეფასებას მოახდენს, რის შემდეგაც აუქციონი გამოცხადდება. ქალაქის მასშტაბით მოწესრიგებას 230-მდე პარკირების ადგილი საჭიროებს.