Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათში საბავშვო ბაღის გამგედ ოცნების კოორდინატორი დაასაქმეს

თარიღი : 9-02-2015, 23:43 | კატეგორია: პოლიტიკა, სტატიები   
topnews.com.ge
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებში რეორგანიზაცია დასრულდა. რეორგანიზაცია რაიონში მდებარე ყველა საბავშვო ბაღს შეეხო.
რეორგანიზაციის შედეგებით უკმაყოფილო ბაღების ყოფილმა თანამშრომლებმა დღეს საპროტესტო აქცია სოფელ დიმის #2 საბავშვო ბაღის შენობასთან მშობლებთან ერთად გამართეს. ისინი მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებისგან გათავისუფლების მიზეზების გარკვევას ითხოვენ.
„46 წელია ბაღში ვმუშაობ. ბაღის ეს შენობა თანამშრომლებმა შევინახეთ. ბაღის კარი ჩემი სახლიდან მაქვს მოტანილი. ისე გაგვათავისუფლეს არაფერი აუხსნიათ. სამაგიეროდ, არაკვალიფიციური კადრები მიიღეს. ძველი თანამშრომლები ახლებით ჩაანაცვლეს. ვისაც მფარველი ჰყავდა, მათ გათავისუფლება არ შეხებიათ,“ - ამბობს სოფელ დიმის საბავშვო ბაღის ყოფილი გამგე იამზე ახვლედიანი.
სოფელ დიმის საბავშვო ბაღის ახალი გამგე ნინელი მშვილდაძე ამბობს, რომ ის „ქართული ოცნების“ კოორდინატორი იყო.
ბაღდათის გამგებლის მოადგილე ირაკლი ნერგაძე ამბობს, რომ ბაღებში ძველი კადრების 90% შეინარჩუნეს, რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივს, გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ 200-მდე კოორდინატორი ჰყავდა და მათ დასაქმებას მხოლოდ საბავშვო ბაღები არ ეყოფოდა.


ნანახია: 2987-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნობათი ქალაქის 35 ბაღის 9 900-მა აღსაზრდელმა მიიღო.

ამინდი