ქუთაისელი ახალგაზრდების იდეა-ქუჩის ბიბლიოთეკა ქუთაისში

ქუთაისის ხუთ ბაღში ქუჩის ბიბლიოთეკა მოეწყობა. ბაღში განთავსებული ე.წ. ქუჩის ბიბლიოთეკიდან მოქალაქეებს წიგნების აღება, იქვე ან სახლში წაკითხვა და შემდეგ ისევ უკან დაბრუნება შეეძლებათ.
გარდა ამისა, ყველას ექნება შესაძლებლობა ღია ბიბლიოთეკას, ანუ თანაქალაქელებს აჩუქოს საინტერესო წიგნები, განსაკუთრებით, საბავშვო წიგნები.
ქუთაისის ბუთ ბაღში ე.წ. ქუჩის ბიბლიოთეკის მოწყობის შესახებ ჟურნალისტი ია ანთაზე წერს.
„ვიყავით ქუთაისში, შევხვდით ქალაქის მერს, ბატონ შოთა მურღულიას. რაც ქუთაისელმა ახალგაზრდებმა ჩაიფიქრეს, ის საქმე გამოვა ბატონი შოთას მხარდაჭერით და მთელი ქალაქის ცხოვრება გალამაზდება. ამიტომ მიყვარს ქუთაისი, რომ ამ ქალაქში შესაძლებელია ჰუმანური, ზრუნვაზე ორიენტირებული იდეების განხორციელება.
ქუთაისის ხუთ ბაღში/პარკში დაიდგმება ორიგინალური კონსტრუქციის კარადა - ე.წ. ქუჩის ბიბლიოთეკა, რომელშიც მოთავსდება წიგნები (მათ შორის, საბავშვო), ჟურნალები, გაზეთები. თითოეული მოქალაქე კარადიდან გამოიღებს მისთვის სასურველ წიგნს ან გაზეთს, წაიკითხავს (იქვე ან სახლში) და დააბრუნებს თავის ადგილზე. ყველას ექნება შესაძლებლობა, ღია ბიბლიოთეკას, ანუ თანაქალაქელებს აჩუქოს საინტერესო წიგნები, განსაკუთრებით, საბავშვო წიგნები, რაც ბევრ ოჯახს აკლია სიძვირის გამო. თითოეულ ქუთაისელს ექნება შესაძლებლობა, უკვე წაკითხული გაზეთები და ჟურნალები დატოვოს ქუჩის ბიბლიოთეკაში და ბაღის ტრადიციულ სტუმრებს, განსაკუთრებით, ასაკოვან ადამიანებს, მისცეს საშუალება, ახალ ამბებს გაეცნონ. ქუჩის ბიბლიოთეკები იქნება ერთმანეთზე ყოველდღიური ზრუნვის, ერთმანეთის მიმართ ნდობის და სოლიდარობის სკოლა. კარადები იქნება ღია და, დარწმუნებული ვარ, ქუთაისი ის ქალაქია, რომელიც თავის ქუჩის ბიბლიოთეკებს შესანიშნავად მოუვლის. თუ ვინმე წიგნს წაიღებს და აღარ დააბრუნებს, მის მაგივრად ხუთ ან ათ წიგნს მივიტანთ ჩვენ. სუნთქვაც კი მიჭირს, ისე მომწონს ქუთაისელი ახალგაზრდების ეს იდეა. მათთან თანამშრომლობა ნამდვილად დიდი პატივია ნებისმიერი ადამიანისთვის და, პირველ რიგში, ჩვენთვის,“ - წერს ანთაძე.