„სააგენტო TOPNEWS“- ახალი პროექტი და დასაქმების პერსპექტივა

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge იწყებენ ერთობლივ პროექტს „სააგენტო TOPNEWS“.
პროექტის მიზანია მედია სააგენტოს მარკეტინგისა და მართვის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
პროექტი სამ თვიანია და ითვალისწინებს საინფორმაციო სააგენტო TOPNEWS.com.ge-ს ბაზაზე საინფორმაციო სააგენტოს მოდელირებულ, სიმულაციურ თამაშს, სადაც მონაწილეები შემდეგ უნარებს გამოიმუშავებენ:
• ახალი ამბების მოძიება და გავრცელება;
• ვიდეო და ფოტო გადაღება;
• ინტერვიუსა და სიუჟეტის მომზადება;
• მარკეტინგის დაგეგმვა და განხორციელება.
მონაწილეები მოირგებენ ისეთ როლებს როგორიცაა:
სააგენტოს დირექტორი-
(სააგენტოს დირექტორი უძღვება სააგენტოს მუშაობას, კოორდინაციას და პასუხისმგებელია სააგენტოს ფინანსურ გამართულობაზე);
სააგენტოს რედაქტორი-
(სააგენტოს რედაქტორი პასუხიმგებელია საინფორმაციო მიმართულების სააგენტოს სწორ მუშაობასა და კურირებს რეპორტიორებს);
მარკეტოლოგი-
(პასუხისმგებელია სააგენტოს არსებული რესურსების შესწავლაზე, საინფორმაციოს პიარ უზრუნველყოფასა და რეკლამების მოძიებაზე);
ვებ დიზაინერი-
(პასუხისმგებელია სააგენტოს ვიზუალზე, საიტის დიზაინზე და სააგენტოს იმიჯზე. აგრეთვე ახდენს სააგენტოს სოციალურ ქსელებში პოპულარიზაციას);
კორესპონდენტი-
(კორესპოდენტები პასუხისმგებლები არიან ახალი ამბების, ინფორმაციების, ფოტო და ვიდეო მასალების მომზადებაზე და გავრცელებაზე).
შესაძლებელია სამომავლო დასაქმების პერსპექტივა საინფორმაციო სააგენტო TOPNEWS.com.ge-ში, თუ მონაწილე რიგ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.
პროექტის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
პროგრამაში მოსახვედრად მსურველებმა უნდა გადმოაგზავნონ სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : ricdog@live.com .
გაითვალისწინეთ, აუცილებელია subject-ში მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი და პროგრამის სახელწოდება - „სააგენტოTOPNEWS“.
სამოტივაციო წერილში მიუთითეთ თქვენი მონაცემები: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, უნივერსიტეტი, სპეციალობა, ტელ. ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი და ასევე უპასუხეთ კითხვაზე: რატომ გსურთ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მიღება?
აპლიკაციების მიღების შემდეგ, მეორე ეტაპზე არჩეულ მონაწილეებთან დაინიშნება გასაუბრება.
სულ პროგრამაში შერჩეული იქნება 10 ახალგაზრდა. სამოტივაციო წერილის მიღების ბოლო ვადა არის 2015 წლის 15 მარტი, 14:00 საათი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
Mail: ricdog@live.com;
Tel: 598 29 06 27; 574 32 32 35.
გისურვებთ წარმატებებს!