სააკაშვილი: ჩვენ ყველანი უნდა დავბრუნდეთ საქართველოში და გავაგრძელოთ ჩვენი რეფორმები
თარიღი : 7-02-2015, 16:26 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაწყებული რეფორმების გაგრძელებას გეგმავს. ამის შესახებ მან უკრაინის ტელეარხ „მეხუთე არხის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, წინააღმდეგი არ არის, სათავეში ჩაუდგეს უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს, თუ ასეთ შეთავაზებას მიიღებს.
„ჰიპოთეტიურად, თავდაპირველად საჭიროა, რომ ვინმემ მე ეს (თანამდებობა) შემომთავაზოს, მაგრამ სერიოზულად ვფიქრობ, რომ მე და ჩემი გუნდი შევძლებთ ამაში მონაწილეობის მიღებას,“ – აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
მისი განცხადებით, მიმდინარეობს პოლიტიკური კონსულტაციები აღნიშნულ თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით.
სააკაშვილის თქმით, მისი გუნდი ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და სხვადასხვა საპარლამენტო ფრაქციასთან მუშაობს და თითოეული მათგანი, ისევე როგორც მისი გუნდი, საკმაოდ კვალიფიციურია ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობისთვის.
„რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყანა საქართველოა. ჩვენ ყველანი უნდა დავბრუნდეთ საქართველოში და გავაგრძელოთ ჩვენი რეფორმები. არცერთი ჩვენგანი დიდხანს არ უნდა დარჩეს უკრაინაში, უკრაინა უკრაინელებმა უნდა ააშენონ, მაგრამ ამ გარდამავალ პერიოდში, რითიც შევძლებთ დახმარებას, ყველაფრისთვის მზად ვართ,“ – აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივებს ექნებათ უფლება, შეამოწმონ სახელმწიფო მოხელეების მიერ ქონების შეძენის კანონიერება.
თუ შენაძენის კანონიერება არ დადასტურდა, დეტექტივებს ამ ქონების ჩამორთმევა შეეძლებათ. უკრაინელი კანონმდებლები განმარტავენ, რომ ეს არის კორუფციასთან ბრძოლის ქართული გამოცდილება.
კორუფციასთან ბრძოლა უკრაინის ამჟამინდელი მთავრობის ერთერთი ძირითადი პრიორიტეტია.
მთავრობა აპირებს, უფრო გახსნილი გახადოს სასამართლო სისტემა, მოახდინოს სახელმწიფო სამსახურის მოდერნიზება და გადახედოს სამართალდამცველი ორგანოების მუშაობას.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ანტოკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის კანდიდატურა განიხილებოდა.
წყარო: commersant.ge