Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გეგუთში, თამარის ციხეზე, არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყება

თარიღი : 6-02-2015, 23:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში, თამარის ციხეზე, არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყება.
ამის შესახებ ინფორმაცია წყალტუბოს გამგეობას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ პაატა გაფრინდაშვილმა მიაწოდა.
მის თქმით, ამ ეტაპზე ძეგლის კონსერვაციის სამუშაოები ხორციელდება, რომელიც 2014 წლიდან მიმდინარეობს გეგუთის სასახლის არქიტექტურის დაზიანებულ ნაწილების აღსადგენად.
"უკვე დასრულდა სასახლის დანგრეული გალავნის აღდგენის სამუშაოები. დასრულებულია სასახლის ფასადის განათებაც. იგეგმება სასახლემდე მისასვლელი გზის განათების სამუშაოებიც. ამჟამად გრძელდება ძეგლის კონსერვაციის სამუშაოები, რომელიც 2014 წლიდან მიმდინარეობს გეგუთის სასახლის არქიტექტურის დაზიანებულ ნაწილების აღსადგენად. ასევე სულ მალე თამარის ციხეზე არეოლოგიური სამუშაოები დაიწყება", - აცხადებს პაატა გაფრინდაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თამარის ციხე მე-12 საუკუნით თარიღდება.


ნანახია: 2630-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინფორმაციას ამის შესახებ ისტორიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე ავრცელებს.
თამარის ციხეზე თეატრალიზებული კომპოზიცია დაიდგა, რომლის ავტორი წყალტუბოს კულტურის ცენტრი იყო.
განათებული გეგუთის ციხე (ფოტო)
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს გეგუთის სასახლის გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
აღსანიშნავია, რომ გეგუთის ციხე მალე შეუერთდება დასავლეთ საქართველოს ტურისტული ობიექტების რიცხვს.

ამინდი