ქუთაისში ავარიას 19 წლის გოგონა ემსხვერპლა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების განცხადებით, გოგონა წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან გამოვიდა და გადასასვლელზე გადასვლისას მანქანა დაეჯახა. იგი სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოშო გადაიყვანა, თუმცა გოგონა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შემთხვევაში მონაწილე მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.