Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს არჩევს

თარიღი : 4-02-2015, 19:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის კულტურის,სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს არჩევს.
„ახალგაზრდული ბანაკი 2015“, -ასე ჰქვია ბანაკს, რომლის ხანგრძლივობა 6 თვეა და ის 18 წლიდან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეეხებათ.
ახალგაზრდული ბანაკი მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს იწყება. მისი მონაწილეები სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ პროგრამაში ჩაერთვებიან.
ახალგაზრდებისათვის ჩატარდება ორი თემატური ტრენინგი - 1) პიროვნული განვითარება (ტრენინგი მოიცავს შვიდ კომპონენტს: პიროვნული განვითარება, ეფექტური კომუნიკაცია, ლიდერული უნარ-ჩვევები, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაციის ტექნიკა, კონფლიქტური სიტუაციები, მშვიდობის მშენებლობა) და 2) გენდერული თანასწორობა (რომელიც მიზნად ისახავს მონაწილეებში ცნობიერების ამაღლებას ფემინიზმის, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით).

პროგრამის მონაწილეთა შერჩევა ორ ეტაპს: განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას ითვალისწინებს.
.
ბანაკში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაგზავნა შეუძლიათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kutaisisyd@gmail.com.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 10 თებერვალია. პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი.
ბანაკით დაინტერესებულ პირებს სააპლიკაციო ფორმა შეუძლიათ შემდეგ მისამართზე იხილონ: https://drive.google.com/…/0BxPAL-v0ORo5ay1NNVdrSTdxZE0/view.


ნანახია: 1837-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინიციატივით, მიმდინარე წელს 7-19 სექტემბერს მთაში ახალგაზრდული ბანაკი ეწყობა.
„ახალგაზრდული ბანაკი 2015“ მიმდინარე წლის 6 -დან 11 მარტის ჩათვლით, ბაკურიანში გაიმართება.
როგორც ქალაქის მერიაში განმარტავენ, ტრენინგი ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში ტარდება.
ბაკურიანის ბანაკი 100 -მდე ახალგაზრდისთვისაა გათვლილი.
ბანაკი ხარაგაულში 'ტურიზმის ცენტრის' ორგანიზებით 2013 წლიდან კარვების ფორმატში იმართება, სადაც ყოველი წლის 25 ივლისიდან 15

ამინდი