Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის მერიამ მოსახლეობას ძაღლები მიუსია"

თარიღი : 4-02-2015, 12:02 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
„ქუთაისის მერიამ უპატრონო ძაღლების იზოლაციაზე ტენდერის გამოცხადება დააგვიანა, რის შედეგად 180 ძაღლი მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო პირდაპირ ქალაქის ქუჩებში გაუშვა,“ - ამგვარი შინაარსის განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ ავრცელებს.

ორგანიზაციის დამფუძნებლის თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით, მოსახლეობის მაწანწალა ძაღლებისგან დასაცავად დიდი რაოდენობით ფული იხარჯება, თუმცა შედეგი საპირისპიროა.

„ვიდრე ქალაქის მერიაში ახალი ტენდერის გამოცხადებისთვის საჭირო ფურცლებით დარბიან და შექმნილი ფორსმაჟორიდან თავის დაძვრენას ცდილობენ, ქალაქის თავი "ყუფარაძეების" ზარებს ვერ აუდის, საშტატო ნუსხის და წლიური ბალანსის შესწავლითაა დაკავებული. ქუთაისელთა და ქალაქის სტუმართა გადაადგილება ქალაქის ქუჩებში საფრთხისშემცველია.

რას არ მოსწრებია ეს ქალაქი, მაგრამ მერიას ძაღლები პირდაპირ მოსახლეობისთვის მიესიოს, მსგავსი შემთხვევა აქამდე არ გვქონია,“ - ამბობს თორნიკე ბარათაშვილი.
ქუთაისის მერია მაწანწალა ძაღლების საკითხზე პასუხისმგებელი კომპანიის გამოვლენის მიზნით, 4 თებერვალს, ტენდერის გამოცხადებასა და გამარჯვებული კომპანიისათვის ხელშეკრულების 6 თვით გაფორმებას გეგმავს. ხოლო აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ქალაქი მუნიციპალური ძაღლსაფარის მოწყობაზე იზრუნებს.


ნანახია: 2425-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია 'ევროპა ჩვენი სახლია' ქუთაისის მერიას 'სახელმწიფო შესყიდვების შესახებ' კანონის დარღვევასა და ბიზნესის
ტენდერის პირობები ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ, კინოლოგთა ორგანიზაციისა და ცხოველთა საერთაშორისო
"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის მერიას აკრიტიკებს.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ე.წ. მაწანწანლა ძაღლების თავშესაფრის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერის შედეგები
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ადგილობრივ ხელისუფლებას მაწანწალა ძაღლების ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანისა და გამოკვებისაკენ
"ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის მიერ ახალი ავტომანქანის

ამინდი