ვანის რაიონში ხანძარი ლიკვიდირებულია
თარიღი : 3-02-2015, 23:30 | კატეგორია: ახალი ამბები

ვანში, დიხაშხოს თემის სოფელ ციხისუბანში მეხანძრეები ცეცხლს სამი საათის მანძილზე ებრძოდნენ. ხანძარი 5 ჰა ფართობის ტყის მასივსა და ბუჩქნარს ეკიდა.
ცეცხლის ლიკვიდაციას ადგილობრივ მეხანძრეებთან ერთად იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების სპეციალური ჯგუფები ცდილობდნენ.
ხანძრის გავრცელებას ხელს ქარიც უწყობდა, რის გამოც საშიშროება იყო, რომ ცეცხლი დასახლებული პუნქტამდე მიაღწევდა.
ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი, როგორც ადგილზე აცხადებენ, სავარაუდოდ, ცეცხლი მოსახლეობის დაუდევრობით გაჩნდა.