"ენერგო პრო ჯორჯია"-მ მოძველებული ელექტროგადამცემი ხაზი გაარემონტა
თარიღი : 2-02-2015, 22:41 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

"ენერგო-პრო ჯორჯია" ელექტროენერგიის გადამცემ ხაზზე „ტვიში“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. რეაბილიტაციის შედეგად, წყალტუბოსა და ცაგერის რაიონის სოფლების 900–მდე აბონენტის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება.
10 კვ ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი „ტვიში“ ელექტროენერგიას აწვდის წყალტუბოს რაიონის შემდეგ სოფლებს: ონჭეიში, დერჩი და მექვენა; ხოლო ცაგერის რაიონში სოფლებ:ს ტვიში, ლახეფა, ქორენიში და ორხვი. აღნიშნული ხაზი გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა და ექსპლუატაციაში 1954 წელს შევიდა. მისი საერთო სიგრძე 17,5 კილომეტრია.
"რეაბილიტაციის შედეგად, ხაზზე აშენდა ახალი 4 კილომეტრიანი მონაკვეთი, დამონტაჟდა 12 კმ ახალი სადენი და ამორტიზებული ხის საყრდენები შეიცვალა რკინა-ბეტონის ბოძებით. გადამცემ ხაზზე განხორციელებული სამუშაოები ხელს შეუწყობს ზემოთ დასახელებული სოფლების სტაბილურ ენერგომომარაგებას," - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.