წყალტუბოს რაიონის სოფლების მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა
თარიღი : 2-02-2015, 17:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

წყალტუბოს რაიონის სოფლების მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
10-მდე სოფლის მოსახლეობამ მწვანილის დაბალი ფასი გააპროტესტა. სათბურების მეპატრონეების თქმით, გასულ წლებთან შედარებით, წელს მწვანილის ფასი კატასტროფულად დაბალია.
„თუ შარშან 1 კილოგრამი მწვანილი 8 და 10 ლარი ღირდა, წელს მისი ფასი მხოლოდ ლარია. ბანკებიდან სესხები გვაქვს გამოტანილი და პროცენტის გადახდას დაბალი ფასების გამო ვერ ვახერხებთ. ხელისუფლებას ვთხოვთ, რომ მოგვცენ სუბსიდიები ან საბანკო სექტორთან გვიშუამდგომლონ და დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი სესხები მოგვცენ. ასევე, აუცილებელია მოიძიონ ახალი ქვეყნები, რომელთა ბაზარზეც ჩვენი მწვანილი გაიყიდება“, - აცხადებს აქციის მონაწილე ჯემალ ბოჭორიშვილი.
წყალტუბოს რაიონში ჩატარებულ აქციას იპოთეკით დაზარალებულებიც შეუერთდნენ. მათ ერთობლივად ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან ოთხშაბათს, 4 თებერვალს, 11:00 საათზე საპროტესტო აქცია დაგეგმეს.