ფანჯრიდან ბინაში შესულმა ქურდებმა სახლიდან ოქროულობა წაიღეს
თარიღი : 1-02-2015, 22:59 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ქუთაისში, ტყიბულის ქუჩაზე მცხოვრები კვირიკეიშვილების ოჯახი გაქურდეს. სახლიდან ლეპტოპი, ფოტოაპარატი და ოქროს ნივთებია წაღებული. დაზარალებულების განცხადებით, უცხო პირები სახლში ფანჯრიდან შევიდნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.