Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მცხოვრები ებრაელები ქალაქში ებრაელთა ცენტრის აშენებას გეგმავენ

თარიღი : 31-01-2015, 21:32 | კატეგორია: საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მცხოვრები ებრაელების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. დაახლოებით 20 000-მდე ებრაელიდან ამ დროისათვის ქალაქში 230-მდე ებრაელია შემორჩენილი. მათ შორის უმრავლესობას მოხუცები წარმოადგენენ.
ქუთაისში ებრაელთა საზოგადოების ხელმძღვანელი მოსე ბალუაშვილი ამბობს, რომ ებრაელთა რაოდენობის შემცირების გამო, ხშირ შემთხვევაში საერთო ლოცვა არ აღევლინება, რადგან სინაგოგაში ლოცვის აღსავლენად საჭირო ხალხის რაოდენობა (10 კაცი) ვერ იკრიბება.
მოსე ბალუაშვილი იმასაც ამბობს, რომ გაპონოვის ქუჩაზე, ებრაელთა სინაგოგის წინ, ებრაელთა ცენტრის აშენებას აპირებენ.
„ამ საკითხზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები უკვე გვქონდა. ხელისუფლება წინააღმდეგი არ არის. ჩვენ ინვესტორი უნდა მოვძებნოთ. ცენტრში რესტორანი, სასტუმრო და კინოთეატრი და გასართობი ცენტრი იქნება,“ - ამბობს ბალუაშვილი.
ქუთაისის მერიაში ებრაელთა ცენტრის მშენებლობის საკითხზე ამ დროისათვის კომენტარს არ აკეთებენ. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საკითხი იდეის დონეზეა.


ნანახია: 2427-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, საფიჩხის დასახლებაში, ევდოშვილის ქუჩაზე არსებულ ე.წ ებრაელთა სასაფლაოს ცეცხლი გაუჩნდა.
ებრაელთა დღესასწაულთან-ხანუქასთან დაკავშირებით სინაგოგაში დღეს სანთლების ანთების ცერემონია გაიმართა
უახლოეს ხანში მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკს ასევე ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის ხეივანი შეემატება.

ამინდი